воскресенье, 27 апреля 2014 г.

დღე-მეექვსე

კიდევ ერთმა ძალიან მნიშვნელოვანმა დღემ ჩაიარა: საბაზისო უნარ-ჩვევები,, კომენტარები, შეფასების რუბრიკა, ჩანართებში მუშაობა, პორტფოლიოს ჩეკლისტი-ეს დღევანდელი დღის საკითხებია. ყველაფერი გვიადვილდება, იმიტომ რომ ჩვენ საუკეთესო გზამკვლევი გვყავს მსოფლიოში-ნათია მაისურაძე

суббота, 26 апреля 2014 г.

დღე მეხუთე

  დღეს ისე ღრმად შევიჭერით "ინტელის სამყაროში", რომ ნათიას რამდენჯერმე მოუწია გამეორება, დაისვენეთო, ცოცხალი თავით არ ვშორდებოდით მონიტორებს...

 ერთი სიტყვით, დღეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო:

  •  შეფასების მონახაზი,
  • ციტირებული დოკუმენტი, 
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,
  •  ვიდეოს გადატანა ბლოგზე,
  •  ჩანართები ბლოგზე-ეს ის საკითხებია, რომლებიც დღევანდელი დღის ჩეკლისტში შედიოდა

მომავლის სკოლა

         

четверг, 17 апреля 2014 г.

დღე მეოთხე- პროექტის გეგმის პრეზენტაცია




           


   დღეს ბევრი რამ გავაკეთეთ: გავაგრძელეთ გაკვეთილის გეგმაზე მუშაობა, განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამაზე მუშაობა...და რაც მთავარია, ვისწავლეთ პრეზენტაციის ჯერ Googl-Doc-ებში, ხოლო შემდეგ ბლოგზე
 ატვირთვა. დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო. მადლობა intel-ს.

вторник, 15 апреля 2014 г.

დღე მესამე

   დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო. ის, რასაც ამ ტრენინგებზე ვსწავლობთ, ძალიან დროული და საჭიროა თითოეული ჩვენგანისათვის. რა ვისწავლეთ დღეს? წამიერად თვალს ვავლებ დღევანდელ დღეს და ვიხსენებ: პროექტის დაგეგმვისათვის საჭირო რესურსების ჩამოტვირთვა და გამზადება (ეს რესურსებია: ესგ-საგნობრივი სტანდარტი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ბლუმის განახლებული ტაქსონომია), პროექტის გეგმის შაბლონის შევსების დაწყება, პროექტისათვის მიმართულების მიმცემი შეკითხვების გაცნობა, ფოსტის უჯრებში დოკუმენტების ატვირთვა და შემდეგ მისი გაზიარება, ჩათში მუშაობა-ეს იმ საკითხების თითქმის სრული ჩამონათვალია, რაზე მუშაობაც დღეს მოვასწარით...
    არა, ცოტა ნამდვილად არ არის... 

понедельник, 14 апреля 2014 г.

დღე მეორე

  ამ არაჩვეულებრივი ტრენინგის მეორე დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: ბუკლეტებზე მუშაობა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. რაც შეეხება ჩვენს ტრენერს, ნათია მაისურაძეს, მისი ულევი ენერგია და შემართება ჩვენთვის სტიმულის მომცემია. მადლობა მას! 

суббота, 12 апреля 2014 г.

დღე პირველი

  დღეს ინტელის ტრენინგები დავიწყეთ  ნათია მაისურაძესთან ერთად. ნათიასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.
  წინასწარ ვგრძნობ, რომ ბევრ ახალ რამეს ვისწავლი.
  დღე ინტელის ვიდეოკლიპით დავიწყეთ, შემდეგ გავეცანით სახელმძღვანელოს, შევქმენით საქაღალდეები, რომელშიაც ამ ცხრა დღის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ; შემდეგ ბლოგებზე ვიმუშავეთ, ზოგი რამ გავიხსენეთ, ზოგიც სიახლე იყო ჩვენთვის... მოკლეთ, წინ ნაყოფიერი ტრენინგები  გველოდება...