დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო. ის, რასაც ამ ტრენინგებზე ვსწავლობთ, ძალიან დროული და საჭიროა თითოეული ჩვენგანისათვის. რა ვისწავლეთ დღეს? წამიერად თვალს ვავლებ დღევანდელ დღეს და ვიხსენებ: პროექტის დაგეგმვისათვის საჭირო რესურსების ჩამოტვირთვა და გამზადება (ეს რესურსებია: ესგ-საგნობრივი სტანდარტი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ბლუმის განახლებული ტაქსონომია), პროექტის გეგმის შაბლონის შევსების დაწყება, პროექტისათვის მიმართულების მიმცემი შეკითხვების გაცნობა, ფოსტის უჯრებში დოკუმენტების ატვირთვა და შემდეგ მისი გაზიარება, ჩათში მუშაობა-ეს იმ საკითხების თითქმის სრული ჩამონათვალია, რაზე მუშაობაც დღეს მოვასწარით...
არა, ცოტა ნამდვილად არ არის...