понедельник, 12 мая 2014 г.

среда, 7 мая 2014 г.

დღე-მეცხრე

დღეს ძალიან ემოციური დღე გვქონდა, კიდევ უფრო ნაყოფიერი და ამავდროულად განვლილი 8 დღის შემაჯამებელი,რაც ჩვენი პროექტების პრეზენტაციებითაც გამოიხატა. ბოლოს კი ნათიამ დღე სერთიფიკატების გადმოცემით დააგვირგვინა...
 


понедельник, 5 мая 2014 г.

მერვე დღე




დღეს თითქმის დავასრულეთ ჩვენს პროექტებზე მუშაობა, ორ დღეში პროექტის გეგმების პრეზენტაცია გვაქვს, საინტერესო დღე გველოდება, ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას, თუმცა ნათიასთან განშორება არ გვინდა და ანიმოტოს ტრენინგის ჩატარებაც დავგეგმეთ, ამ ცხელ გულზე ეს ტრენინგი კიდევ უფრო შედეგიანი იქნება...

воскресенье, 4 мая 2014 г.

პროექტის "ბუნებრივი განათება ჩვენს ფანჯრებში" პორტფოლიო

დღე მეშვიდე

რომელი დღე რომელს ჯობს, უკვე ვერ ვხვდები, ყოველი დღე ერთმანეთზე ნაყოფიერია, გული მწყდება, რომ ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ნათიასთან შეხვედრის შანსი კიდევ გვაქვს  "ანიმოტოს"-თვის...

воскресенье, 27 апреля 2014 г.

დღე-მეექვსე

კიდევ ერთმა ძალიან მნიშვნელოვანმა დღემ ჩაიარა: საბაზისო უნარ-ჩვევები,, კომენტარები, შეფასების რუბრიკა, ჩანართებში მუშაობა, პორტფოლიოს ჩეკლისტი-ეს დღევანდელი დღის საკითხებია. ყველაფერი გვიადვილდება, იმიტომ რომ ჩვენ საუკეთესო გზამკვლევი გვყავს მსოფლიოში-ნათია მაისურაძე

суббота, 26 апреля 2014 г.

დღე მეხუთე

  დღეს ისე ღრმად შევიჭერით "ინტელის სამყაროში", რომ ნათიას რამდენჯერმე მოუწია გამეორება, დაისვენეთო, ცოცხალი თავით არ ვშორდებოდით მონიტორებს...

 ერთი სიტყვით, დღეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო:

  •  შეფასების მონახაზი,
  • ციტირებული დოკუმენტი, 
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,
  •  ვიდეოს გადატანა ბლოგზე,
  •  ჩანართები ბლოგზე-ეს ის საკითხებია, რომლებიც დღევანდელი დღის ჩეკლისტში შედიოდა